19:13 | 2020-07-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„მამაჩემი დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით, გვარამიამ კი ბავშვის „გვამის გადამზიდად“ გამოიყვანა“

„მამაჩემი დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით, გვარამიამ კი ბავშვის „გვამის გადამზიდად“ გამოიყვანა“

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა გუშინ გვიან დასრულდა.

 

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

 

მიკროავტობუსი, საიდანაც ლაშა ლურსმანაშვილი გადმოდის, ირკვევა, რომ მისი მძღოლი ქუთაისი-თბილისის რეისს წლებია ასრულებს და ლურსმანაშვილს არ იცნობს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიკროავტობუსის მძღოლის შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.

 

დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ „მთავარი არხის“ რეპორტაჟი, კერძოდ, ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ „სკანდალურ“ დეტალებზე საუბრობს.

 

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც (ამ კონკრეტულ შემთხვევამდე) მთავარი არხი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 

ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

 

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე.

 

ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება. ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.

ცნობილია ვინ არის თეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილთან თეთრი მიკროავტობუსით მივიდა - შაქარაშვილის საქმე
2020-07-09ცნობილია ვინ არის თეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილთან თეთრი მიკროავტობუსით მივიდა - შაქარაშვილის საქმე

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის „გვამის გადამზიდად“.

მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს. რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან.

 

აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება.

 

ეს ბიჭი პირველი არ არის ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს უარს არ ეუბნება.
ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

 

აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს.

 

თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული.“ – წერს ქრისტინე ლომიძე.

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი „თეთრპერანგიან“ პირს.

 

კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +