17:49 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

„მამა ცნობილი მოჭადრაკე იყო“ – ვინ არის სენაკელი ბიჭი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

„მამა ცნობილი მოჭადრაკე იყო“ – ვინ არის სენაკელი ბიჭი, რომელმაც  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სენაკის მუნიციპალიტეტში საკირეს მთის ჩანჩქერთან ნაპოვნი 28 წლის ახალგაზრდა ვ.ტყებუჩავა, დედის საცხოვრებელ სახლში სენაკში უკვე გადაასვენეს.

 

მისი ცხედარი სამართალდამცველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს.

 

„ძალიან კარგი ბიჭი იყო და ძალიან კარგი ოჯახი. სახლში რომ არ დაბრუნდა ახლობლებმა პოლიციას შეატყობინეს და დაიწყეს მისი ინტენსიური ძებნა. ბოლოს ამ ბიჭს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა“,-უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

 

მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰყავს ძმა და დედ-მამა. მამა კი რაიონში ცნობილი მოჭადრაკე იყო, რომელიც ამჟამად არსად არ მუშაობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით,სამძებრო სამუშაოები საკირეს მთაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რადგან ჩანჩქერი მიუვალ ადგილას მდებარეობს და მანქანა ბოლომდე ვერ მიდის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. სენაკის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები