fbpx
12:16 | 2020-05-25 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მალე უკაპიკოდ დავრჩები, პირდაპირი რეისით დამაბრუნეთ! – ქეთა თოფურიას განმარტება სკანდალურ მიმართვაზე

მალე უკაპიკოდ დავრჩები, პირდაპირი რეისით დამაბრუნეთ! – ქეთა თოფურიას განმარტება სკანდალურ მიმართვაზე

მომღერალი ქეთა თოფურია ინსტაგრამის პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ჟურნალისტის ფანტაზიით რომელმაც ეს დაწერა, არ ვიცი ეტყობა დავესიზმრე.

 

კორონავირუსის პერიოდში  ცოტა ფისიქიური პრობლემები აქვს ხალხს, ეტყობა გადაიღალა და რამე მოელანდა, ან დავესიზმრე.

 

მინდა იცოდეთ არაფერი მსგავსი არ მითქვამს. არავინ ითხოვს საქართველოში დაბრუნებას. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და საზღვრები თუ მალე გაიხსნება, წელსაც ჩამოვალ.

 

ქეთა თოფურიას დიეტა, რომლითაც 17 კილოგრამი დაიკლო - მომღერალი სილამაზის საიდუმლოს ამხელს
2020-04-29ქეთა თოფურიას დიეტა, რომლითაც 17 კილოგრამი დაიკლო - მომღერალი სილამაზის საიდუმლოს ამხელს

 

მე თუ რაიმე განცხადების გაკეთება მომინდება, პირად გვერდზე გავაკეთებ“ – განაცხადა თოფურიამ.

 

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიას სახელით, მიმართვა გავრცელდა, სადაც ის მთავრობას სპეც-რეისით საქართველოში დაბრუნებას სთხოვს.

 

“რუსები დამპირდნენ რომ კორონა არ გავრცელდებოდა ძალიან და ჩემ კონცერტებს ისევ ჩავატარებდი უპრობლემოდ, მაგრამ ეხლა უკვე მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთი კორონას გავრცელების მხრივ,

 

რის გამოც ვერც ერთ კონცერტს ვეღარ ვატარებ. ეს კი იმას ნიშნავს რომ მალე უკაპიკოდ დავრჩები.

 

მივმართავ ქართველ ხალხს და მთავრობას, დამაბრუნეთ საქართველოში, როგორც ჩანს მანდ უკვე მშვიდობაა და მეც უფრო მშვიდად ვიქნები ჩემს ქვეყანაში, დამაბრუნეთ პირდაპირი რეისით.

 

მე მანდ ცხოვრება მინდა!” – ნათქვამი იყო თოფურიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X