fbpx
15:47 | 2021-01-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მალე სამი ლეგენდა დაიბადება – უნიკალურ ფოტოზე აღბეჭდილი სამი ლეგენდარული ორსული

მალე სამი ლეგენდა დაიბადება – უნიკალურ ფოტოზე აღბეჭდილი სამი ლეგენდარული ორსული

უნიკალური ფოტო, რომელიც 1936 წელს არის გადაღებული და მასზე ეპოქალურ არტისტებზე ორსული ლეგენდარული დედები არიან აღბეჭდილნი, რეჟისორ ნიკოლოზ (კოლია) შენგელაიას ცნობილი სურათის “ნარინჯის ველის” გადაღებისას კადრად შეჩერდა და ნიჭიერებით ცნობილი მშობლები ჯერ არ დაბადებულ შვილებთან ერთად შავ-თეთრ ფოტოდ შემოგვინახა, რომელიც ყველაზე ფერადია თავისი ისტორიით…

 

ნატო ვაჩნაძეს კალთაში უზის უფროსი შვილი, ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია, მის გვერდით, მიწოლილია ვერიკო ანჯაფარიძე, ხოლო ბოლო რიგში, ვერიკოს ქვემოთ ქალბატონი ცაბო მიქელაძეა. 

 

 

ფოტოს გმირების შეკრების იტორია

 

ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე და ცაბო მიქელაძე შავი ზღვის სანაპიროზე ცნობილი ფილმის “ნარინჯის ველის” გადაღების დროს იმყოფებოდნენ.

 

ამ კინოში მთავარ როლს ნატო ვაჩნაძე თამაშობს. დიდ მსახიობთან, ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად “ნარინჯის ველში” ერთ-ერთ ეპიზოდში ნანი ბრეგვაძის მამა – გიორგი ბრეგვაძეც თამაშობდა…

 

ორსული ლეგენდები და “ნათლია” ლეგენდა

 

სწორედ ამ ფილმის გადაღებისას, გიორგი ბრეგვაძეს მეუღლე – ცაბო მიქალეძე თან ახლდა. მაშინ, ცაბო მიქელაძეც, ვერიკო ანჯაფარიძეცა და ნატო ვაჩნაძეც ფეხმძიმედ იყვნენ. იბადებოდნენ, ნანი ბრეგვაძე, სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელია, თუმცა მაშინ, იმ დროს, არავინ იცოდა რომ გავიდოდა რამდენიმე თვე და ამ ქვეყანას ლეგენდები მოევლინებოდნენ, თავისთავად მაშინ, მომავალმა მშობლებმა არც მომავალი შვილების სქესი იცოდნენ.

 

 

“ამ ფოტოს საინტერესო ისტორია აქვს “ნარინჯის ველის” ავტორმა, ცნობილმა რეჟისორმა ნიკოლოზ (კოლია) შენგელაიამ ფეხმძიმე ქალებს სთხოვა – თუ რომელიმეს გოგო შეგეძინებათ ნანი დაარქვით, ხოლო თუ ბიჭი – გიორგი ერქვასო” – დედასა და ბებიის შესახებ “პრაიმტაიმს” ეკა მამალაძე უყვება.

 

“კოლია შენგელაია ფილმს “ნარინჯის ველს” იღებდა. მსახიობებს თან მეუღლეებიც ახლდათ, ეს ფოტო სანაპიროზეა გადაღებული. ნანის მამაც თამაშობდა ამ კინოში და ბებია, ცაბო მიქელაძეც მასთან ერთად იყო, მაშინ ნანის ელოდებოდნენ. ფეხმძიმედ იყო ვერიკო ანჯაფარიძე და ნატო ვაჩნაძე.

 

მაშინ, კოლიას უთქვამს, ვისაც გოგო გეყოლებათ ნანი დაარქვით, ვისაც ბიჭი – გიორგი ერქვასო. ასე დაერქვათ ნანი და გიორგი (შენგელაია).

 

როცა დედას ნათლავდნენ, მაშინ უთქვამთ ნანი საეკლესიო სახელი არ არისო და მოინათლა ნინოს სახელით, ამიტომ მისი ნათლობის სახელი ნინოა. ჩვენს ოჯახში ნინოობას, 27 იანვარს ყოველთვის დიდი სუფრები იშლებოდა და წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნებოდა.” – იხსენებს ეკა მამალაძე.

 

ნახეთ ვიდეო ↓

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X