00:12 | 2021-04-24 ავტორი: Prime Time

მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ და ხვიჩაზე მესაუბრნენ – კალაძე კვარაცხელიაზე

მალდინი და გატუზო დამიკავშირდნენ და ხვიჩაზე მესაუბრნენ – კალაძე კვარაცხელიაზე

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი „მილანი“ და „ნაპოლი“ დაინტერესდნენ. როგორც კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მას მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ.

კვარაცხელიას ფასი 5 მილიონით გაიზარდა - ნახეთ რამდენად უღირთ ამ მონაცემბით, ქართველი ფეხბურთელი
2021-04-13კვარაცხელიას ფასი 5 მილიონით გაიზარდა - ნახეთ რამდენად უღირთ ამ მონაცემბით, ქართველი ფეხბურთელი

 

 

„ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა პაოლო მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კალაძემ.

 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფიქრობს, რომ გრანდებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სატრამპლინო კლუბი სჭირდება.

 

„მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ ტრანსფერი ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – ამბობს კალაძე.

ავტორი: Prime Time


X