14:41 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

მალავენ, რომ მოდებულია უკვე – ანიტა რაჭველიშვილი რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებზე

მალავენ, რომ მოდებულია უკვე – ანიტა რაჭველიშვილი რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებზე

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, სოციალურ ქსელში რუსეთში კორონავირუსის გავრცელების შესახებ წერს და ქართველებს აფრთხილებს:

 

„რუსეთში მძვინვარებს ვირუსი და საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაითვალისწინოს და ყველა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გადაიყვანოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში.

 

მალავენ რომ მოდებულია უკვე და იქ მცხოვრები მეგობრებისგან ვიცი რომ ცუდი მდგომარეობაა!“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის
2020-03-11რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ასევე წაიკითხეთ: როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკი სახლის პირობებში

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები