18:55 | 2021-09-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„მაყუჩიანი იარაღიდან ნასროლია სამი ტყვია“ – ბესიკ ბენდელიანი მანქანის დაზიანებაზე

„მაყუჩიანი იარაღიდან ნასროლია სამი ტყვია“ – ბესიკ ბენდელიანი მანქანის დაზიანებაზე

„წინა საქარე მინა იყო დაზიანებული. ჩავთვალე, რომ ან ქვა მოხვდა, ან ვინმემ დააზიანა. გადმოვედი მანქანიდან და მანქანას უკვე ემჩნეოდა ნატყვიარები, როგორც საექსპერტო -კრიმინალისტური სამსახური მეუბნება, ნასროლია სამი ტყვია. სავარაუდოდ, წინასწარი მონაცემებით, ეს არის „აკაემის“ ტიპის იარაღიდან ნასროლი ტყვია.“- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატმა, ბესიკ ბენდელიანმა განაცხადა.

 

ის მომხდარს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

 

„წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით მეუბნებიან, რომ ეს არის მაყუჩიანი იარაღი, რადგან მჭიდრო დასახლებაა და ვიღაც აუცილებლად გაიგონებდა ხმას.“ – ამბობს ბესიკ ბენდელიანი.

 

შეგახსენებთ, ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანას 25 სექტემბერს ესროლეს.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!