13:41 | 2020-05-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“მახსოვს, რა ცინიკურად იყვნენ მათ მიმართ განწყობილნი…” – რასთან ასოცირდება მურმან ჯინორიასთვის 26 მაისი

“მახსოვს, რა ცინიკურად იყვნენ მათ მიმართ განწყობილნი…” – რასთან ასოცირდება მურმან ჯინორიასთვის 26 მაისი

მურმან ჯინორიასთვის 26 მაისი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ასოცირდება, იდეასთან, რომელიც მუდმივად ცოცხლობს. მსახიობი მომავალ თაობას იმედიანად უყურებს და იმ იდეის გაგრძელებისაც სჯერა, რომელსაც ეს ორი ადამიანი შეეწირა.

 

მურმან ჯინორია: – 26 მაისი ჩვენთვის, ობოლი და უდედმამო ერისთვის, ყველაზე ძვირფასი დღეა. ხელახალი დაბადების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, განახლების დღეა.

 

ქართველების ცნობიერებიდან მთელი 200 წელი ამოვარდნილი იყო. ილიადან მოყოლებული ამუშავდა, ამუშავდა და 1918-1921 წლებში, ჩვენი ქვეყანა როგორც სახელმწიფო დაფიქსირდა. ეს არის უძვირფასესი თარიღი.

 

დაბადების დღეზე საჩუქრად მიუღია ხის გადაჭრილი ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო... - დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
2020-05-26დაბადების დღეზე საჩუქრად მიუღია ხის გადაჭრილი ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო... - დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

 

1801 წელს – სახელმწიფოებრიობა დაიკარგა, 1921 წელს – ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, 1991 წელს – მთელი გადატრიალება მოხდა. 1-იანი ქართველებისთვის საბედისწერო და საკრალურ რიცხვად მიმაჩნია.

 

ჩვენს ქვეყანაში მუდმივად გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც უხანგრძლივებენ საქართველოს და ქართველ ერს არსებობას. თითქოს უნდა წაიქცეს, უნდა დაიღუპოს და რუქიდან უნდა წაიშალოს, რომ უცებ გამოჩნდებიან ადამიანები და აღადგენენ ხოლმე მას.

 

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. 90-იან წლებში მერაბის რამდენიმე ლექსი ჩავწერე რადიოში და დღეს გაუშვეს ეს ჩანაწერი. ჩემთვის სასიამოვნო იყო 30 წლის წინანდელი ჩანაწერის მოსმენა, თითქოს ამ ადამიანს პატივი მივაგე.

 

ზვიადმა და მერაბმა თავისი ყმაწვილკაცობიდან მოყოლებული თავისი ცხოვრება შესწირეს სამშობლოს. გულწრფელად ვამბობ. არავითარი გამორჩენისთვის და სახელის მოხვეჭისთვის, უბრალოდ, სიყვარულით შეეწირნენ ქვეყანას. უძვირფასესი ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენ მოვესწარით. ახალგაზრდებმაც უნდა იცოდნენ, ვინ არიან ისინი.

 

2020-05-26"ამბობენ, ვაკის პარკში დახვრიტესო..." - ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟის გმირობის ისტორია

 

ჩვენი რელიგია – იესოს ცხოვრებით პირადი მაგალითია ჩვენთვის, რა გააკეთა მან კაცობრიობისთვის. ასე მოიქცნენ ზვიადი და მერაბი, მთელი ცხოვრება შესწირეს სამშობლოს.

 

მერე ეროვნული მოძრაობის ქარ-ცეცხლში სხვებიც შემოვიდნენ, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებული ადამიანი თავიანთი ტაჯვისა და უსამართლობის გავლით ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას.

 

ისინი ამ მისიით მოვიდნენ ღვთისგან, რომ სიცოცხლე შეეწირათ საქართველოსთვის. მათ ბევრი დამცირება გადაიტანეს. მახსოვს, რა ცინიკურად იყვნენ მათ მიმართ განწყობილნი „განათლებული“ ადამიანებიც: – ეს რა სიგიჟეა, რატომ აკეთებენ ამასო?

 

მათ უყვარდათ სამშობლო და მისი როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდოდათ.

 

ამიტომ ჩვენ მათ ვერ შევედრებით. მაგრამ ჩვენც თითო-თითო აგური უნდა შევაწიოთ, რომ არ დაიღუპოს ეს ლამაზი და დიდი ისტორიის ქვეყანა. მას გაფრთხილება უნდა.

 

ჩვენ რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ, მათი დამსახურებაა. იმედი მაქვს, ახალგაზრდები ისეთ ქვეყანას შექმნიან, რომლითაც მსოფლიო სტანდარტებში გავალთ. ამის იმედი მაქვს.

 

2020-05-25"იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის" - რა ჩაიფიქრა სტეფანემ

 

ბევრი იყო თითქოს ეროვნული, თითქოს მებრძოლი, მაგრამ მხოლოდ თითქოს! მათი არაფერი დარჩა. ამ ორი კაცის იდეა კი ცოცხალია! იდეაა მთავარი.

 

აღარც მერაბია, აღარც ზვიადი, მაგრამ მათი იდეა ხომ არ მომკვდარა. სანამ ცოცხლები ვართ, ამ იდეას უნდა შევეწიოთ.

 

 

უამრავი ლექსი გაქვთ წაკითხული. ყველაზე მეტად ამ დღეს თქვენთვის რომელი ლექსი უხდება?

 

– მუხრან მაჭავარიანის ლექსები თავიდან ბოლომდე სამშობლოზე და ამ იდეაზეა.

 

 

“ტა, ტა, ტა, ტა, რანაირად ბრდღვინავს არაგვი

ხო, ხო, ხო, ხო! ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!

არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, – კი!..

სხვა როცა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას?!

მე – პატრონმა, მე – პატრონმა ამისთანა ზღვის,

მე – პატრონმა, მე – პატრონმა ამისთანა ცის,

თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ სხვას მივბაძო?! – ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, ენა იტყვის რას!

სიტყვა გინდა?! მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი…

არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, – კი!”

 

აბა, თქვენ იცით, ახალგახრდებო, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, ცოდვაა, მოფერება სჭირდება. მომავალზეც ვიფიქროთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X