00:20 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

„მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი“ – ბაჩალიაშვილის ბებიამ თამარის სასიყვარულო დეტალები გააჟღერა

„მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი“ – ბაჩალიაშვილის ბებიამ თამარის სასიყვარულო დეტალები გააჟღერა

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, საზოგადოებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის წერილი გახდა ცნობილი, რომელიც ​  კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერს, ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს ან შე­საძ­ლოა, თავად თა­მარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა.

 

ეს წერილი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „იმედის” ეთერში, ბაჩალიაშვილის ბებიამ თამარის სასიყვარულო დეტალები გააჟღერა. ბებიამ თქვა, რომ თამარი თავის უფროსზე იყო შეყვარებული.

 

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ - თეონა თამაზაშვილი შვილის ნაცვლად დაწერილ წერილს აქვეყნებს
2020-08-17„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ - თეონა თამაზაშვილი შვილის ნაცვლად დაწერილ წერილს აქვეყნებს

 

ძვირ­ფა­სო, მე გწერ 2020 წლის 4 აპ­რი­ლი­დან. თუ არ წა­გი­კი­თხავს, უკე­თე­სია, მარ­თა­ლია ჩემს თავს დავ­პირ­დი, რომ აღა­რა­სო­დეს მოგ­წერ­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი აღარ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო.

 

ნეტა იცო­დე რამ­დენ რა­მეს გა­და­ვა­ბი­ჯე ეს რომ მო­მე­წე­რა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და იცო­დე ისაა, რომ არას­დროს გან­ზრახ ცუ­დად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გულ­შიც კი არ გა­მივ­ლია შენ­თვის რა­ი­მე ცუ­დის გა­კე­თე­ბა, არასდროს, არც შეგ­ნე­ბუ­ლად და არც შე­უგ­ნებ­ლად. პი­რი­ქით, იმას უფრო ვუშ­ვებ­დი, რომ ჩემი თა­ვის­თვის და­მე­შა­ვე­ბი­ნა რამე, ვიდ­რე შენ­თვის.

 

არ ვიცი, რას რო­გორ აღიქ­ვამ­დი ან რო­გორ მი­ი­ღე, რა მო­გიყ­ვა ან რო­გორ ჩა­გაწ­ვე­თა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, არას­დროს გან­გებ ცუ­დის ჩა­დე­ნა არც კი მი­ფიქ­რია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას არ ვა­პი­რებ.

 

მხო­ლოდ იმა­ზე მინ­და იფიქ­რო, რო­დე­საც ჩა­მოხ­ვე­დი სულ ცოტა ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­გე­ჩი­ნა, სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი არ­სე­ბო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მეს­მის, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს შენ­თვის, შენ ხომ ასე ძა­ლი­ან იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (ახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს)… მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი შენი მხრი­დან, ამის ფონ­ზე კი შენი დაც­ვის იმე­დით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შენი მე­გო­ბა­რი რო­გორ მამ­ცი­რებ­და. არ ერი­დე­ბო­და არც მო­რა­ლურ სა­ზღვრებს და არც არა­ფერს…” – აღნიშნულია წერილში.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +