18:01 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

მახათას აღმართი N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

მახათას აღმართი N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართი N10-ში, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

ტერიტორიაზე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი დამონტაჟდა. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. აქვე ხე-მცენარეები დაირგო. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 17,000 ლარია.

 

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X