14:45 | 2021-09-05 ავტორი: Prime Time

მაკა ზამბახიძე სამშობიარო ბლოკში შვილთან ერთად გალობდა – VIDEO

მაკა ზამბახიძე სამშობიარო ბლოკში შვილთან ერთად გალობდა – VIDEO

მომღერალი სალომე ჩიტაძე დედა გახდა. მას და ირაკლი ცაბაძეს პატარა მიქაელი შეეძინათ. სალომეს დედამ, მაკა ზამბახიძემ, შვილიშვილის დაბადება თავად აცნობა საზოგადოებას.

 


მოგვიანებით, სალომე ჩიტაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ამხნევებდა დედა მშობიარე სალომეს.

 

„პირველი სამედიცინო ცენტრი, ადგილი, სადაც მოევლინა ჩემი პირველი საკუთარი სიყვარული. უღრმესი მადლობა მინდა ჩემს ოქროსხელება გინეკოლოგს გადავუხადო იმისთვის, რომ დამეხმარა, ყველაფერი სწორად გამეკეთებინა (მეცადა მაინც, ყოველ შემთხვევაში). ვცდილობდი მაქსიმალურად სწორად გავყოლოდი მას ამ ურთულეს გზაზე. ძალიან დიდი მადლობა, სალი, ამ სიხარულისთვის. ახლა მესმის, რა დონის მდიდარი ადამიანი ხარ, როცა შენს მიმართ ასეთ გრძნობას განიცდიან, როგორიც მე მაბადია ახლა. ასე ვეგებებოდით ჩემს პატარა მიქაელს მე და დედა”,- წერს სალომე ჩიტაძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!