fbpx
14:50 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

Video: „მაინც შევხვდებით ერთმანეთს“ – ასე შეიყვანეს სასამართლოში მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული

Video: „მაინც შევხვდებით ერთმანეთს“ – ასე შეიყვანეს სასამართლოში მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული

თერჯოლაში, 11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს.

 

ბრალდებული სასამართლო პროცესზე ირწმუნება, რომ მას და მის შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ:

 

“მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია, უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ”, – განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ.

 

11 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამა: როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია

 

ცნობისთვის, 11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

 

ვიდეო: მთავარი არხი ↓

 

11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე

11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2020

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X