23:30 | 2020-05-29 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მაინც მოვიკლავ თავს! – ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც სუიციდი ფსიქოლოგმა გადააფიქრებინა

მაინც მოვიკლავ თავს! – ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც სუიციდი ფსიქოლოგმა გადააფიქრებინა

ფსიქოლოგი მაია ბარამიძეპრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სუიციდის გამომწვევი შესაძლოა იყოს სიყვარული, თამაშდამოკიდებულება, ნარკოტიკი, ღალატი ან ადამიანი იყოს დრამატული ტიპაჟი  ან და მიმბაძველი.

 

– თვითმკვლელი პაციენტი 45 წლის ზემოთ არ მყოლია. ძირითადად ახალგაზრდები მოდიან ან მოჰყავთ – 15-30 წლის. ერთი ბიჭი მყავდა, სუიციდის მერვე მცდელობით. მომიყვანა დედამ, ყელი გამოჭრილი ჰქონდა, შემდეგ გაკერილი და საფენიც კი არ ჰქონდა ზედ დაფენილი. დედას ვუთხარი, რომ ის იყო ფსიქიატრის პაციენტი, მაგრამ მაინც უნდოდათ რომ დამეწყო მასთან მუშაობა. მიუხედავად, რომ მუდმივად აკონტროლებდნენ და, ძმა და მშობლები, მაინც ახერხებდა თვითდაზიანების მიყენებას. მისი სხეულის ენა იყო მკვდარი ენა. გადავაყვანინე ფსიქიატრიულში. 10 დღე უმკურნალეს, შემდეგ ისევ ჩემთან მოიყვანეს და 3 თვე ვიმუშავე მასთან. ახლა კარგადაა. ოჯახიც შექმნა და თავს კარგად გრძნობს.

 

83 წლის კაცმა კორონავირუსის შიშით თავი მოიკლა
2020-05-0183 წლის კაცმა კორონავირუსის შიშით თავი მოიკლა

 

განსაკუთრებულად მახსოვს ერთი ახალგაზრდა გოგონა. სულ 2-3 წლის დაქორწინებული იყო. ერთ დღეს შეხვდა ქმრის მეგობარს, რომელმაც დაპატიჟა ყავაზე. რა გაურია ყავაში არ ვიცით, მაგრამ აღმოჩნდნენ საწოლში. მეორედაც შეხვდა, – სალაპარაკო მაქვსო და ისევ საწოლში აღმოჩნდნენ. შემდეგ  გოგო ოჯახიდან წავიდა და მოიწამლა თავი. საავადმყოფოში გადაიყვანეს, გადაარჩინეს და როცა გაარკვიეს, რატომ მოხდა, შემდეგ ბიძაშვილებმა მე მომიყვანეს. 2-3 საათი ტიროდა, ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ ვისაუბრეთ და თქვა, – მაინც მოვიკლავ თავს, მაგრამ შენთან იმიტომ მოვედი, რომ მე ვარ მშობლების ერთადერთი შვილი და მინდა, რომ დედაჩემი დაამშვიდო, როცა მოვკვდებიო.

 

გამოვართვი ქმრის ტელეფონის ნომერი, მოვიყვანე ბიჭი ჩემთან და ვუთხარი, – არასოდეს მივდივარ ასეთ შანტაჟზე, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ამ გოგოს სიცოცხლეს შენ გაბარებ, ეს არის შენი შვილის დედა და იცოდე, არაფერი დაემართოს. თუ რამე მოხდება, წავალ პოლიციაში და ვიტყვი, რომ მისი სიცოცხლე შენ გებარა, რაც უნდა გააკეთოს და რაც უნდა მოხდეს, ხვალ მომიყვან ამას ცოცხალს და თუ ხვალ მომიყვან, მერე ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მეორე დღეს ორივე მოვიდა. ბიჭი იყო მკვდარი, გოგო – თავისუფალი. აღმოჩნდა, რომ იმ ღამით ქმრისთვის ყველაფერი მოუყოლია, მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე, არაფერი ეთქვა. შემდეგ მომიწია ამ ბიჭთან მუშაობა. ვუთხარი, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, რადგან თავად ღალატობდა ცოლს. გოგო ამბობდა, ქმარი გვერდით რომ მიწვებოდა, მეგონა, რომ ორი ადამიანი წვებოდა ჩემ გვერდითო. 2-წელ-ნახევარი ითმენდა ამას და იტანჯებოდა. – სინამდვილეში შენი ცოლი ძალიან პატიოსანი გოგოა, რადგან ღალატის გამო სიცოცხლეს თმობდა-მეთქი. იქამდე მივიდა საქმე, რომ შერიგდნენ მესამე დღეს. ახლა ძალიან კარგად არიან და იმედია, ბოლომდე ბედნიერი ოჯახი ექნებათ.

 

პ.ს. გასულ წელს საქართველოში 377 სუციდისა და 497 სუიციდის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე უმცროსი 10 წლის გახლდათ, ყველაზე უფროსი – 89 წლის.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X