fbpx
14:01 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

მაიკროსოფტი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

მაიკროსოფტი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

კორპორაცია მაიკროსოფტი ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩაანაცვლებს.

 

ბიბისი წერს, რომ საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მაიკროსოფტის ვებგვერდისთვის ახალ ამბებს და სურათებს არჩევენ.

 

„მაიკროსოფტი“ მედიასაშუალებებს მათი მასალის გამოყენებისთვის ფულს უხდის.

 

კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში - ამირან გამყრელიძე
2020-04-29კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში - ამირან გამყრელიძე

 

დღემდე ჟურნალისტები წყვეტდნენ, თუ რომელი სტატია ან ამბავი, უნდა მოხვედრილიყო კომპანიის ვებგვერდზე.

 

როგორც ამერიკული მედია წერს, კომპანიის გადაწყვეტილების შედეგად ივნისის ბოლოს ჟურნალისტების გარდა, უსამსახუროდ დარჩება ახალი ამბების 50 პროდიუსერიც.

ავტორი: Prime Time
X