fbpx
23:10 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

მაიკ პომპეო: აშშ-საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას

მაიკ პომპეო: აშშ-საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას

აშშ-სა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

 

„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას.

მაიკ მოპმეოს მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანია
2020-11-17მაიკ მოპმეოს მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანია

 

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – წერს მაიკ პომპეო.

 

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

 

მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X