13:10 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

მაია ბუწაშვილი – ვშიშობთ ახალ მუტაციებზე, რომ არ ჰქონდეს უფრო მაღალი ავადობა და მეტი სიკვდილიანობა

მაია ბუწაშვილი – ვშიშობთ ახალ მუტაციებზე, რომ არ ჰქონდეს უფრო მაღალი ავადობა და მეტი სიკვდილიანობა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი ავტომატურად მოაღწევს საქართველომდეც.

„ვერ გაცილებ ბოლო გზაზე“ - ზურაბ გურული
2021-10-22„ვერ გაცილებ ბოლო გზაზე“ - ზურაბ გურული

 

„როდესაც ლაპარაკია, რომ რუსეთში რაღაც შტამი ვრცელდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოაღწევს ჩვენთანაც, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის მობილობა ძალიან მაღალია.

 

ძალიან ხშირად ხდება კორონავირუსის მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა და ყოველთვის ტენდენციაა, რომ ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და ბევრად უფრო ადვილია მისი გადაცემა, ვიდრე წინამორბედი შტამის.

 

ჯერჯერობით, ამ ახალ შტამთანაც იგივე ტენდენცია იკვეთება, ამბობენ, რომ ის უფრო მეტად ვრცელდება, როგორც ეს იყო ყოველთვის მუტაციური შტამების შემთხვევაში.

 

საშიშროება ყოველთვის არის, ვშიშობთ ახალ მუტაციებზე, სანამ გავიგებთ უფრო მეტს მის შესახებ, რომ არ ჰქონდეს უფრო მაღალი ავადობა და არ ჰქონდეს უფრო მაღალი სიკვდილობა, მაგრამ ეს ტენდენციები რას უკავშირდება და რატომ ხდება – ბოლომდე ჯერჯერობით გარკვეული არ არის,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X