fbpx
18:31 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების მარაგი საკმარისია, ყოველდღიურად ახლდება – ნათია თურნავა

მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების მარაგი საკმარისია, ყოველდღიურად ახლდება – ნათია თურნავა

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი საკმარისია. მარაგი ყოველდღიურად ახლდება. მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

„გუშინ შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს. დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მიწოდების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ და მონიტორინგს ვუწევთ. ამდენად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ წუხილის საფუძველი არ არსებობს – მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდება ხდება უწყვეტად და ხარვეზების გარეშე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X