fbpx
14:16 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

მაღალი მთის სტატუსს კიდევ 19 დასახლება მიიღებს – ცვლილებები კანონში

მაღალი მთის სტატუსს კიდევ 19 დასახლება მიიღებს – ცვლილებები კანონში

მაღალმთიან რეგიონების მცხოვრებლებისთვის კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. დეტალებზე რეგიონალური პოლიტიკის და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მთაში მცხოვრები მოსახლეობა, დამატებით 6 767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი მიიღებს მხარდაჭერას მთავრობის მხრიდან.

 

ამ ცვლილებებით, დამატებით 25-დან 30 ათასამდე მთაში მცხოვრები მოქალაქე ისარგებლებს“,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

 

ზაზა გაბუნიამ სხვა ცვლილებებსაც ასახელებს:

 

  • ნორმა, რომელიც აწესებს მთაში 9 თვის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას, მცირდება 6 თვემდე, რაც უფრო ხელსაყრელია იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის;

 

  • ცვლილების თანახმად, დამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი.

 

  • ცვლილებებით, საბოლოო ჯამში დამატებით 59 დასახლება ისარგებლებს და მიიღებს მაღალი მთის სტატუსს.

ავტორი: თეონა ყაჭიური
X