16:38 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

მადრიდში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

მადრიდში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 37 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის სახელს და გვარს შეგნებულად არ ასახელებს.

 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 37 წლის გ.კ. მადრიდში რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაოდ იმყოფებოდა და მსოფლიოში შექმნილი კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

 

გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები