fbpx
15:42 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

მადრიდის „რეალის“ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

 

„რეალი“ კალათბურთელის ვინაობას შეგნებულად არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ კანონის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს როგორც საკალათბურთო, ასევე საფეხბურთო გუნდიც გაივლის. მოთამაშეები უკვე საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

 

როგორც ცნობილია, ორივე გუნდი ერთ ბაზაზე ვარჯიშობს და ამიტომ გახდა აუცილებელი ერთობლივი კარანტინის გავლა. მოთამაშეებთან ერთად, კარანტინს კლუბის ის თანამშრომლებიც გაივლიან, რომლებსაც სპორტსმენებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.

 

ამის გამო, უახლოეს ტურში გასამართი საფეხბურთო მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ეიბარს“ შორის გადაიდება. ამასთან, არ ჩატარდება საკალათბურთო მატჩი „რეალსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X