13:23 | 2021-06-04 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„მადლობა უფალს განსაცდელისთვის“ – ცნობილი ქართველების გახმაურებული საქმეები

„მადლობა უფალს განსაცდელისთვის“ – ცნობილი ქართველების გახმაურებული საქმეები

დანაშაული ხშირად დაუსჯელი არ რჩება. თუმცა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სანამ მტკიცებულებით არ გამყარდება ბრალდება, პირს დამნაშავეს ვერ უწოდებს.

 

ბოლო წლებში ბრალდებულის სტატუსი საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ ადამიანს მიენიჭა. ეს ბევრისთვის დაუჯერებელიც კი, აღმოჩნდა. თუმცა, ბევრი გულშემატკივარი მათ კრიტიკოსადაც იქცა.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ საქმეებს, რომელშიც ბრალდებულები შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.

 

 

ჯიმი მაქაცარია – მომღერალი და პროდიუსერი

 

ჯიმი მაქაცარია აშშ-ის ვიზის საქმეში თაღლითობისთვის დააკავეს - საქმეში ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელები ფიგურირებს | sarkenews.ge

 

2020 წლის 4 დეკემბერს მსახიობი და პროდიუსერი ჯიმი მაქაცარია დააკავეს. ის ცნობილი ტელეწამყვანების სახელით, მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდა. მან ერთ-ერთ მოქალაქეს 17 000 დოლარი გამოართვა და შეჰპირდა, რომ გია ჯაჯანიძის გადაცემის საშუალებით აშშ-ში გაამგზავრებდა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 5 დეკემბერს შეუფარდა.

 

ლევან ჯიბღაშვილი – მსახიობი

 

ლევან ჯიბღაშვილი | Ambebi.GE

 

2019 წლის 22 აპრილს მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 22 აპრილს გაათავისუფლეს.

 

სასამართლო სხდომაზე მან უფალს „მადლობა გადაუხადა განსაცდელისთვის, საზოგადოებას და ოჯახს კი, ბოდიში მოუხადა. წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხებოდა.

 

დაახლოებით ერთ წლის წინ კი, მსახიობს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას საპროცესო შეთანხმების თანახმად, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატმა არ დააკონკრეტა.

 

„ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე „ბახალა“

 

ბახალა: დაკავების შემდეგ გამაშიშვლეს | imedinews

 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

 

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

ახალი ბრალდების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოში გიორგანაშვილის ადვოკატმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ მსახიობი პატიმრობაში დატოვა.

 

მიმდინარე წლის 31 მაისს კი, ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო.

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დასდო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე უკვე მსჯავდებულია. მას 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

 

პროდიუსერი კახა მამულიშვილი იგივე „მამულიჩა

 

კვირის პალიტრა - მამულიჩა: "დასახვრეტი ვარ"

 

2015 წლის 18 ივლისს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი დააკავეს.

 

როგორც მაშინ, შსს-ში აცხადებდნენ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. “ექსტაზი” 0,2048 გრ.

 

ასევე, კახი მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს.

 

კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2015 წლის 20 ივლისს შეეფარდა. იმავე წლის 9 სექტემბერს კი, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პროდიუსერს პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.​

 

როგორც მაშინ, „მამულიჩა“ აცხადებდა, მისი ნარკოტიკი ოჯახი და ლელა წურწუმიაა.

 

„საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო – მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი – ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი „მამულიჩა“ ეკუთვნის”, – ამბობდა კახა მამულაშვილმა.

 

ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე

 

გავუარე ლაშას, სამსახურში მიმყავდა, შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო" - როსტოს განცხადება სასამართლოდან

 

 

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

 

სასამართლომ ორივე პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში დამნაშავედ სცნო. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს კი – 5.

 

2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

 

2019 წელს ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო.

 

 

მომღერალი კაბუ 

 

საფრანგეთში რეპერი „კაბუ“ დააკავეს

 

2018 წლის 18 აპრილს ევროპაში კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 34 პირი დააკვეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ იყო.

 

მან საფრანგეთის ციხე 2019 წლის 3 აპრილს დატოვა.

 

საქმის გამოძიება საფრანგეთში დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, რეპერს საფრანგეთის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი


X