17:39 | 2020-06-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს – პესკოვი

მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელოფონო საუბრის დროს პუტინსა და დონალდ ტრამპს აშშ-ი მიმდინარე მოვლენებზე არ უსაბრიათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! - ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)
2020-06-02რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! - ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)

 

„არა, ეს არ ეხება ამერიკა-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს“,- განაცხადა პესკოვმა.

 

ჟურნალისტის კითხვას – ხედავს თუ არა პარალელს მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი და რუსი პოლიციელების ქმედებებს შორის – პესკოვი ასე პასუხობს:

 

„არანაირი პარალელი არ არსებობს. მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს“, – აცხადებს პესკოვი.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X