fbpx
11:30 | 2020-06-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მად­ლო­ბა ამ მშვე­ნი­ე­რი 12 წლის­თვის” – ანუკი არეშიძე კახა კალაძეს

“მად­ლო­ბა ამ მშვე­ნი­ე­რი 12 წლის­თვის” – ანუკი არეშიძე კახა კალაძეს

თბილისის მერს კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წელი შეუსრულდათ.

 

წყვილის ურთიერთობა წლების წინ, მილანში დაიწყო, სადაც ანუკი ერთ-ერთ სააგენტოსთან სათანამშრომლოდ იყო მიწვეული.

 

რა ყველგან არეშიძე გელანდებათ, ხალხო! - ნინა ზარქუა ანუკი არეშიძეზე 
2020-06-16რა ყველგან არეშიძე გელანდებათ, ხალხო! - ნინა ზარქუა ანუკი არეშიძეზე 

 

არეშიძემ და კალაძემ გაცნობიდან მალევე იქორწინეს. კახა კალაძემ საკუთარი საცოლე ფართო საზოგადოებას პირველად კიევში წარუდგინა, სადაც საკუთარი ბუდა-ბარის გახსნაზე სწორედ ანუკისთან ერთად მივიდა.

 

ანუკის და კახას 4 ვაჟი ჰყავთ, რომლების აღზრდაშიც ორივე თანაბრად არის ჩართული.

 

ქორწინების 12 წლის თავს, ცნობილი დიზაინერი და თბილისის პირველი ლედი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოემხმაურა.

 

“ერთი წლის წინ ამ დღეს შედგა ჩვე­ნი ქორ­წი­ლი…ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, მად­ლო­ბა ამ მშვე­ნი­ე­რი 12 წლის­თვის” – წერს დი­ზა­ი­ნე­რი.

 

ანუკიმ და კახამ ქორწილი შარშან წინანდალში გადაიხადეს.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
X