17:15 | 2021-09-25 ავტორი: Prime Time

„მაბედნიერებ და მიყვარხარ“ – გურამ კაშიას ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

„მაბედნიერებ და მიყვარხარ“ – გურამ კაშიას ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

ფეხბურთელი გურამ კაშია სოციალურ ქსელში შვილ დაბადების დღეს ულოცავ, მის სურათებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

 

„გილოცავ, ალისო, მერვე დაბადების დღეს. გამიმართლა, რომ შენნაირი შვილი მყავს, მაბედნიერებ და მიყვარხარ“ – წერს გურამ კაშია.

 

ცნობისთვის, გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს – ალექსანდრა.

 

ფეხბურთელის თქმით, ის და მისი მეუღლე უკვე 12-13 წელია დაოჯახებულები არიან.

 

“მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და იქ გავიცანით ერთმანეთი, მაშინ პატარები 18-19 წლის ვიყავით. შეგვიყვარდა ერთმანეთი, იმის მერე ერთად ვართ, უკვე 12-13 წელია, ძალიან ბედნიერი ოჯახი ვართ. თამთა ძალიან არის ჩართული ფეხბურთში და მომწონს, რადგან სახლში რომ მივდივარ არ უნდა ვილაპარაკო ისევ ფეხბურთზე და ავუხსნა, რატომ წავაგეთ ან მოვიგეთ, საერთოდ არ მეკითხება. პირველად ნახვისას ჯერ სილამაზემ მომხიბლა, ძალიან ლამაზი იყო, შემდეგ ურთიერთობაში, რომ შევედით ისე მოგვეწონა ერთმანეთი და ისე გამიგო ყველაფერში, რომ გავგიჟდი. რამდენიმე წელში დავქორწინდით“,- ჰყვება გურამ კაშია მეუღლის შესახებ გადაცემა „სთორი-ში“.

 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Guram Kashia 🇬🇪 (@37gk)

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!