01:05 | 2020-04-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ლუდომანებმა გასულ წელს 1,062 533,252, 93 ლარის ფსონი დადეს

ლუდომანებმა გასულ წელს 1,062 533,252, 93 ლარის ფსონი დადეს

2019 წელს მოთამაშეების მხრიდან სათამაშო ბიზნესში დადებული ფსონის რაოდენობამ 1,062 533,252,93 ლარი შეადგინა.

 

ინფორმაციას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე ასაჯაროებს.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ თამარ ჯაფარიძემ განუცხადა, დოკუმენტი, რომელიც შემოსავლების სამსახურიდან მოიპოვა, ამჯერად შესწავლის პროცესშია და მხოლოდ მცირე ნაწილს ასაჯაროებს.

 

„გასულ წელს მოთამაშეების მხრიდან სათამაშო ბიზნესში დადებული ფსონის რაოდენობამ 1,062 533,252,93 ლარი შეადგინა. ეს არის ქვეყნის უბედურება და არა Covid 19.

 

დარიცხული მოგების გადასახადი კი-105,579,804,94-ია. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტში აქვთ უფლება არ განიხილონ მომზადებული კანონპროექტი და შესული პეტიცია 10.000 ხელმოწერით.

 

დანარჩენ მონაცემებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.“ – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

 

მან კიდე ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაამკაცრონ ონლაინ და შეზღუდონ მომგებიანი სათამაშო საიტებზე წვდომა.

 

დაბლოკეთ ონლაინ, მომგებიანი სათამაშო საიტები. მოზარდების ჩართულობა არის უკონტროლო. გახშირდა ძალადობის ფაქტები, თამაშდამოკიდებულსა და ოჯახის წევრებს შორის.

 

ეკონომიკური კრიზისის დროს ნიავდება მოსახლეობის დანაზოგი. საფრთხის შემცველია პანდემიის ფონზე, ქუჩაში განთავსებული ჩასარიცხი აპარატები და ასევე სალაროები, სადაც მოგებული ფული გაიცემა.“- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები