12:30 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ლუდმა Corona-მ მექსიკაში წარმოება შეწყვიტა

ლუდმა Corona-მ მექსიკაში წარმოება შეწყვიტა

მექსიკაში ლუდი Corona-ს წარმოება შეჩერდა.

 

ლუდის მფლობელმა კომპანიამ Grupo Modelo-მ განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობამ 30 აპრილამდე, „არასასურველი მოქმედებების“ განხორციელება აკრძალა, ამის გამო კომპანიამ დროებით შეწყვიტა მუშაობა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ბოლო ინფორმაციით, მექსიკაში კორონავირუსით 1500-მდე ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 50 დაიღუპა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობის შეწყვეტა ლუდის სახელთან კავშირში არ არის, პირიქით. მათი თქმით, ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლუდის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X