15:29 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

Louis Vuitton-ის სამარკო ნიშნით პრეზერვატივები 68 დოლარად იყიდება – იდეის ავტორი ქართველია

Louis Vuitton-ის სამარკო ნიშნით პრეზერვატივები 68 დოლარად იყიდება – იდეის ავტორი ქართველია

10 ყველაზე ძვირიან ნივთს შორის ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის, ირაკლი კიზირიას დიზაინით შექმნილი Louis Vuitton-ის პრეზერვატივებია.

 

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

კიზირიას მიერ შექმნილი პრეზერვატივი Vuitton-ის დამახასიათებელ ყავისფერ მასალაშია შეფუთული და გარედან შესაბამისი ინიციალებიც აქვს – „LV“.

 

პრეზერვატივის საბაზრო ღირებულება 68 დოლარია. ამ ფასად 6 შეკვრა ჩვეულებრივი პრეზერვატივის შეძენა შეგიძლიათ.

 

თუმცა, სანამ მის ძებნას ლუი ვიტონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყებთ, უნდა იცოდეთ რომ აღნიშნული პრეზერვატივები ორიგინალი არ არის. კიზირიას ლუი ვიტონთან არანაირი კავშირი არ აქვს. პრეზერვატივები Design Provocation-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

როგორც ცნობილია ირაკლი კიზირიას პრეზერვატივის გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში უნდა გადაერიცხა.

ავტორი: Prime Time


X