00:01 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

ლოქდაუნი, პირბადე ღია სივრცეში, გამკაცრებული კონტროლი – საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი ყველა გადაწყვეტილება

ლოქდაუნი, პირბადე ღია სივრცეში, გამკაცრებული კონტროლი – საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი ყველა გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქორწილებისადა ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

 


5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლობა კი ისევ ძალაშია და მთავარ რეკომენდაციად რჩება.

 

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ არ იგეგმება საქართველოში ლოქდაუნი.

 

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ უკვე აქვს მძლავრი იარაღი  მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობის სახით, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

 

არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს
2021-07-27არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

 

“ჩვენ ჩაკეტვებს არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, შემოსავალი შემოვიდეს ოჯახებში, ეკონომიკა განვითარდეს. განსხვავება წინა პერიოდთან არის ის, რომ ახლა არის საკმარისი რაოდენობით ვაქცინა. სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროულად ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გადავტეხეთ ჩვენ, არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით.

 

ჩაკეტვა ეს არის პრაქტიკულად მიუღებელი ფორმა. რაც შეეხება გამკაცრებას, გამკაცრება არის არსებული რეგულაციებიდან კვლავაც, ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ პირბადეები ატარონ მოსახლეობამ, დაიცვან ელემენტარული წესები. ჩვენ ვხედავთ, რომ დაწესებულებებში ეს წესები იცვლება. სადაც არ იცვლება ხდება ამის კონტროლი. მაგრამ ამის გარდა, რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, მიღებული არ იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით, გადავტეხოთ ეს ტენდენცია,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, – ამის შესახევ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

 

მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში.

 

კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელემწიფომ იზრუნონს მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!