12:47 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო – საქართველო საერთაშორისო ტურისტებს ივლისში მიიღებს

Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო – საქართველო საერთაშორისო ტურისტებს ივლისში მიიღებს

მთები, ლაშქრობა და ღვინო – საქართველო საერთაშორისო ტურისტებს ივლისში მიიღებს, – ამ სათაურით სტატიას Lonely Planet-ი აქვეყნებს.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისს გაიხსნება. მანამდე, სანამ საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურებოდა, ტურისტების რაოდენობამ 2019 წელს 9 მილიონს გადააჭარბა.

 

Tbilisi Hack Free Tours-ის დამფუძნებლის, ანა დევიატას განცხადებით, საქართველოში ტურისტებს ყველაზე მეტად „შესანიშნავი საკვები, ულამაზესი მთები, კულტურითა და ისტორიით მდიდარი ქალაქები, ქართული ღვინის ტრადიციული მეთოდით დამუშავების ტექნოლოგია, მისაღები ფასები და სტუმართმოყვარე ხალხი“ იზიდავთ.

 

ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში.

 

გრიგოლ ფაღავა, Budget Georgia-ს მეპატრონე ამბობს – „ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე.

 

თბილისი

 

საქართველოს სწრაფი ჩაკეტვა შეიძლება წარმატებულადაც ჩაითვალოს. ჯერჯერობით, მცირე კავკასიის ხალხმა ოფიციალურად  მხოლოდ ინფიცირების 731 შემთხვევა და 12 გარდაცვალება დაადასტურა.

 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ საქართველო COVID-19-თან დაკავშირებული წარმატების საფუძველზე, უსაფრთხო ქვეყანად დასახელდება.

 

„მანამდე მსოფლიო საქართველოს როგორც უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას ისე იცნობდა. ახლა კი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილად გაიცნობენ.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით შეიძინა“,- განაცხადა თურნავამ.

 

 

მოგზაურები საქართველოს მთებში დანარჩენი მსოფლიოსგან და პანდემიისგან გარიდებას შეძლებენ.

 

„სოციალური დისტანციის დაცვა შორეულ ადგილებსა და მთებში უფრო მარტივია, თუმცა რისკი მაინც ყველგან არის“,- ამბობს Budget Georgia-ს მეპატრონე, გრიგოლ ფაღავა.

 

 

გრიგოლის ტურისტულ კომპანიას ჯავშნები 7 ივლისიდან უკვე აქვს. მისი აზრით, ივლისისთვის საქართველოში ყველა ადგილი მოგზაურობისთვის უსაფრთხო იქნება.

 

ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორებიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში, ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი ქარბუქების გამო, დიდხანს არიან მოწყვეტილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი, შესაძლოა, ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს. ტურიზმის ინდუსტრიის განახლებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან დაცულები იქნებიან.

 

Tbilisi Free Walking Tours-ის დამფუძნებელ ლევან გიორგაძეს სოციალური დისტანცირების ზომები გაწერილი აქვს იმ დროისთვის, როდესაც დედაქალაქში საფეხმავლო ტურები განახლდება.

 

„ჩვენი მთავრობა და ჯანდაცვის მუშაკები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და საზღვრები გაიხსნას რაც შეიძლება მალე.

 

საფრთხოების მიზნით, ჩვენ რამდენიმე შეზღუდვის შემოღებას ვაპირებთ, მათ შორის, თითოეულ ტურზე მხოლოდ 10-15 ადამიანის დაშვებას.

 

საჭიროების შემთხვევაში მიკროფონების გამოყენებას, ვიზიტორების მიერ პირბადეების გაკეთებასა და ერთმანეთთან დისტანციის დაცვას“,- განუმარტა გიორგაძემ Lonely Planet-ს.

 

გიორგაძე ასევე იმედოვნებს, რომ COVID-19 საქართველოში ტურისტების რაოდენობის გრძელვადიანი ზრდის პროცესიდან დროებითი გადახრა იქნება.

 

სვნეთი

 

„ვფიქრობ, პანდემია მოკლე შესვენება იყო საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი გამოსწორდება.

 

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდეს.

 

საქართველო პოზიციონირებს, როგორც ალტერნატიული ტურისტული დანიშნულების ადგილი, სადაც შეგიძლიათ რაღაც ახლის, მრავალფეროვნის, გარკვეულწილად ნაცნობის, მაგრამ მაინც უცხოს პოვნა დაბალ ფასად!”,- ამბობს გიორგაძე.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X