15:36 | 2020-03-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

ლონდონში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

ლონდონში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

ბავშვი კორონავირუსის მქონე ყველაზე პატარა პაციენტია.

 

გამოცემის ცნობით, ბავშვის დედა, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, ასევე კორონავირუსითაა ინფიცირებული.

 

დედას ანალიზი მშობიარობამდე აუღეს, თუმცა პასუხი ახლახან გახდა ცნობილი. პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ჯერჯერობით უცნობია, ბავშვს საშვილოსნოში გადაედო დაავადება თუ – მშობიარობის პროცესში.

 

The Sun, რომელმაც პირველად დაწერა შემთხვევის შესახებ, აცხადებს, რომ ბავშვს ისევ ადგილზე მკურნალობენ, დედა კი სპეციალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

დატოვე კომენტარი