09:40 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

ლიზა იასკო ქართველ ხალხს მიმართავს – ნახეთ მისი მოწოდება

ლიზა იასკო ქართველ ხალხს მიმართავს – ნახეთ მისი მოწოდება

უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკო ხვალ, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას ეხმიანება და მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ აქციაზე.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 14 ოქტომბერს, ქართველი ხალხის ხმა ძალიან ხმამაღლა ისმოდეს. გვერდზე უნდა გადადოთ თქვენი პოლიტიკური სიმპატია, ვინ მოგწონთ და ვინ არა, თუკი საკუთარი სახელმწიფოსთვის იბრძვით.

ეს თრილერიც არ არის, ეს არის რაღაც საშინელებაა - ქეთი დოლიძე მიხეილ სააკაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
2021-10-14ეს თრილერიც არ არის, ეს არის რაღაც საშინელებაა - ქეთი დოლიძე მიხეილ სააკაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

 

მე, როგორც უკრაინელს, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის სულერთი არ არის, ის რაც ხდება დღეს საქართველოში, რადგან ჩვენი სახელმწიფოები ძალიან დამოკიდებული არიან ერთმანეთთან.

 

რა ვქნათ? იმოქმედეთ როგორც გული გიკარნახეთ, როგორც სინდისი და დაიცავით საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მომავალი.

ხვალ, საქართველოშიც დასვენების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც მხარს უჭერს სააკაშვილს, თქვან საკუთარი სიტყვა”,- ამბობს ლიზა იასკო.

 

შეგახესენებთ, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

 

 “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “რესპუბლიკური პარტია” აქციას არ უერთდება: “სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს”.

 

ასევე ნახეთ: როგორ მღერის ლიზა იასკო

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!