fbpx
14:44 | 2020-06-30 ავტორი: თამარ გონგაძე

ლილიკო ნემსაძემ მაგისტრის იტალიური დიპლომი აიღო

ლილიკო ნემსაძემ მაგისტრის იტალიური დიპლომი აიღო

ტოსკანის ულამაზეს ქალაქ ლუკაში, რომელიც მსოფლიოში ჯაკომო პუჩინის მშობლიურ ქალაქად არის ცნობილი, კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ საკომპოზიციო ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა.

 

29 ივნისს, კომპოზიტორი, სოციალურ ქსელში, მეგობრებს თავის ემოციას ასე უზიარებდა.

 

“ჩემთვის ემოციური და ამავე დროს მნიშვნელოვანი დღე იყო. ბოლო გამოცდა და. მაგისტრის ევროპული დიპლომი. სირთულეები, ნერვიულობა და ბოლოს შედეგი” – წერდა ლილიკო “ფეისბუქზე”.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი) დასრულების შემდეგ ლუკას კონსერვატორიის კურსდამთრებულმა სადიპლომო გამოცდა ონლაინ ჩააბარა, დიპლომიც გამოუგზავნეს. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, გული დაწყდა, რომ მაგისტრატურის დიპლომის გადაცემისას დაფნის გვირგვინის დადგმის ლამაზ რიტუალში ვერ მიიღო მონაწილეობდა.

 

ამაღელვებელი სიახლე ხატია ბუნიათიშვილისგან
2020-06-25ამაღელვებელი სიახლე ხატია ბუნიათიშვილისგან

 

ლილიკო ნემსაძე: – ლუკას კონსერვატორიაში 2017 წელს ჩავაბარე. ურთულესი იყო. ეს იყო გამოცდა და გამოწვევა ჩემს თავთან, ან დავძლევდი, ან – ვერა. მოვემზადე, ჩავაბარე და ბოლომდე მივიყვანე. ეს ჩემს ასაკში არ არის ადვილი, მაგრამ გეტყვით, რომ სწავლა გვიანი არასდროს არ არის. შედეგი იმდენად ტკბილია და ისე გაბედნიერებს, რომ წვალებად და სირთულეების გადალახვად ღირს.

 

ყველაფერი სირთულესთან იყო დაკავშირება – გამგზავრება, იქ ცხოვრების ხარჯები… ხან მეგობრებთან ვცხოვრობდი, ხან ნაქირავებ სახლში. მთლიანად დავუბრუნდი სტუდენტურ ცხოვრებას. უცხოეთში სწავლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამ ასაკში სტუდენტობა კიდევ უფროს სხვა განცდაა. 46 წლის ასაკში წავედი სასწავლებლად. სწავლა და შრომა იმდენად ფასდება, რომ ეს ევროპაში არავის უკვირს. ორმა კომპოზიტორმა დავამთვარეთ სკომპოზიციო ფაკულტეტი. ეს იტალიელი ჩემზე უფროსი გახლავთ.

 

2020-06-25"თონეთიდან გაქცეულ ვაჟას, ისევ დავაბრუნებ" - ნანგრევებად ქცეული ისტორიის გაცოცხლება

 

ლილიკომ სადიპლომოდ ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით სიმფონიური ნაწარმოები – “ფანტაზია” დაწერა, რომელშიც საკუთარი “ხორუმი” ჩართო. ასე გააცნო იტალიელ პროფესორ-მასწავლებლებს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი კლასიკოსი. როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, კონსერვატორიაში ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება მიეცემა.

 

ლილიკო: – იტალიაში სწავლის შემდეგ სულ სხვანაირად ვუყურებ საკუთარ შესაძლებლობას. შრომას სულ სხვაგვარად ვაფასებ. ეს არის საკუთარი თავის გამოცდაც და შეფასებაც.

სწავლასთან დაკავშირებით კიდევ სხვა გეგმები მაქვს, რომელსაც ჯერ არ ვამხელ, თუმცა გაგრძელდება.

 

Lili Nemsadze-ს ფოტო.

ავტორი: თამარ გონგაძე
X