11:51 | 2020-07-09 ავტორი: Prime Time

ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა

ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა

წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.

 

მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში” მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს.

„ასეთი შვილები სურთ მამების უმრავლესობას, ასეთები მოსწონთ გოგოებს“ - ზურაბ გურული შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეზე
2020-07-09„ასეთი შვილები სურთ მამების უმრავლესობას, ასეთები მოსწონთ გოგოებს“ - ზურაბ გურული შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეზე

 

შემთხვევიდან მეექვსე დღეს, ცნობილი ხდება, რომ პატარა პაციენტი გონს მოვიდა.

 

ექიმების განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩავლილია.

 

„პრივატ კლინიკის” ექიმები მოზარდის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები