17:23 | 2020-07-01 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ შეხვდა ლევან აკინი ამერიკის კინოაკადემიიდან მიწვევას – პროდიუსერი ქეთი დანელია აკინის განწყობებზე

როგორ შეხვდა ლევან აკინი ამერიკის კინოაკადემიიდან მიწვევას – პროდიუსერი ქეთი დანელია აკინის განწყობებზე

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი, ლევან აკინი, რომელიც მსოფლიომ ფილმით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გაიცნო, ამერიკის კინოაკადემიამ ახალ წევრებს შორის დაამატა. კინოაკადემიამ წელს მოწვევა 68 ქვეყნის სხვადასხვა კინომოღვაწეს, ჯამში 819 ადამიანს გაუგზავნა.

 

როგორც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი ქეთი დანელია “პრაიმტაიმთან” აცხადებს, აკინს შეეხმიანა და კინოაკადემიის წევრობა მიულოცა.

 

ქეთი დანელია: – მე და ლევანს თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. მივულოცე, უხარია და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან პოზიტიურია ჩემი განწყობაც.

 

And Then We Danced' Filmmaker Levan Akin on Russia's Protest of ...

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” გარშემო, ჩვენთან, მუდმივად ხმაური იყო. ეს “შეშფოთება” და ხმაური ფილმის ქვიარ-სიუჟეტისგან იყო გამოწვეული.

 

გეი დრამამ მსოფლიოს კინემატოგრაფისტთა ყურადღება პრემიერიდანვე მიიქცია.

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგა.

 

ხმაურიანი პრემიერა შედგა საქართველოში – 8 ნოემბერს აქციების ფონზე.

2020-06-29"ბავშვობა - ეს პროცესია. შეგრძნებით არასოდეს მთავრდება" - რეზო გაბრიაძე იუბილარია

 

პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდნენ. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს.

 

ამერიკის კინოაკადემიამ ქართველი წევრი შარშანაც დაიმატა. კინოოპერატორი გიორგი შველიძე 2019 წელს კინოაკადემიამ 842 ადამიანს შორის მიიწვია.

 

შარშან მასთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ადელი და ლედი გაგა. გიორგი ფილმ “ნამეს” ოპერატორია, რისთვისაც მას ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდოც აქვს მიღებული.

 

2018 წელს კი კინოაკადემიას ყველაზე ბევრი 928 ახალი წევრი აირჩია.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X