fbpx
13:37 | 2020-09-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„ლევანს სულ სძინავს (ანთებამ იცისო). ყნოსვა ცოტა დაკარგა“ – როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ლევანს სულ სძინავს (ანთებამ იცისო). ყნოსვა ცოტა დაკარგა“ – როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც 10 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა აცხადებს, რომ მისი კონტაქტებიდან ყველას პასუხი უარყოფითია, გარდა ლევან გოგიჩაიშვილის მეგობრისა.

 

„ჩვენი კონტაქტებიდან ისევ ყველა უარყოფითია იმ ერთი ადამიანის გარდა, რომელიც თავიდანვე დადებითი აღმოჩნდა. ის ერთი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ვინმეა:) ლევანის ბავშვობის მეგობარი. ერთი სართულით დაბლა წევს. როგორც უკვე გითხარით, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ლევანი იზოლაციაში გადავიდა ცარიელ ბინაში. მე ჯერ კიდევ უსიმპტომო ვიყავი, ტესტი ეგრევე გამიკეთდა და სუსტად დადებითი დამიდასტურდა. და კიდევ! პირბადემ მიშველა, რომ სხვებს არ გადავდე.

 

გაიკეთეთ პირბადეები, მეგობრებო. გთხოვთ. სხვადასხვა ადგილებში ადამიანებს “უკონტაქტოდ ვეკონტაქტე” და ამან გადაგვარჩინა. არ მივცეთ საშუალება ჩაგვკეტონ და ისევ ჩვენს უპასუხისგებლობაზე ისაუბრონ.

 

მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი სიმპტომებზე
2020-09-11მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი სიმპტომებზე

გუშინ ვიყავი ფაქტობრივად უსიმპტომო. ველოდებოდი საღამოს შეტევას, მაგრამ კორონამ ჩემთან საჭიდაოდ ვერ მოიცალა. მშრალი ხველა მაქვს. არაშემაწუხებელი. ვსვამ სიროპს, ვიკეთებ ინჰალაციას, გადასხმას, დამათხელებელს და დექსას. აი, ლევანს დექსას არ უკეთებენ. მინდა გავარკვიო რატომ:) მოკლედ, მე ადვილად გადამაქვს ჯერ. მაგრამ ვიცი რომ 6-7 დღეა მაინც საყურადღებო.

 

ლევანს აქვს პატარა ანთება. გაუკეთეს კიდევ ერთი კვლევა. ადამიანური ენით ასე ამიხსნეს: კორონას აქვს თვისება მოძებნოს ორგანიზმში სუსტი ადგილები და იქ დაიწყოს „მუშაობა”(ამიტომაცაა უფრო საშიში ქრონიკულებისთვის, ასაკოვანთათვის). ლევანს გადაუღეს სისხლძარღვები და ორგანოები. ყველაფერი სუფთაა. სტანდარტულ მკურნალობას გავაგრძელებთო.

 

მე უძილობა მაქვს. ველოდები ექიმს, რომ შემომთავაზოს დახმარება. ლევანს სულ სძინავს (ანთებამ იცისო). ლევანმა ყნოსვა ცოტა დაკარგა. არ ყოფილა მითი :))) მაგალითად, ჩვენი ხველის სიროპს მსუბუქი სუნი აქვს, თითქმის არ აქვსო. არადა, ძალიან არასასიამოვნო და მძაფრი სუნი აქვს. თან გოგიჩასგან უჩვეულოა ამის მოსმენა. როგორც წესი, ძალიან სენსიტიური ყნოსვის რეცეპტორები აქვს და სუნამოც კი არ უყვარს იმდენად შემაწუხებელია ხოლმე მისთვის მძაფრი სუნები.

 

გემო არ დაგვიკარგავს. ისეთ გემრიელობებს აგზავნით, აი, არ ვიცი ძალიან მიჩუყდება გული თქვენს ყურადღებაზე და თქვენს წერილებზე. აი, ძალიან“, – წერს ვიკა ბუკია.

 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი 10 სექტემბერს დაუსვეს.

 

როგორც დეპუტატმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, სხდომაზე იმყოფებოდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X