23:43 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო“ – უბედური შემთხვევის დეტალები, რომელსაც 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო“ – უბედური შემთხვევის დეტალები, რომელსაც 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სათემო ორგანიზაცია „ქედელში” 22 წლის ახალგაზრდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა – ლევან ლ. მწვადით დაიხრჩო.

 

კახეთში ახალგაზრდა კაცი მწვადით დაიხრჩო
2020-10-12კახეთში ახალგაზრდა კაცი მწვადით დაიხრჩო

 

ის ოჯახური ტიპის დაწესებულების ბენეფიციარი იყო. როგორც ჩვენთან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ლევანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ხორცის ნაჭრის გადაცდენით დაიხრჩო.

 

„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო. მას ფიზიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, აღენიშნებოდა გონებრივი ჩამორჩენა.

 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ორივე მხარე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით.” – ამბობს გელა ღლიღვაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +