19:49 | 2020-04-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ლევან რატიანი სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„მე ვარ მკურნალი ექიმი, სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპამდე“,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სტაბილურია ამავე ოჯახის ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობაც.

 

შეგახსენებთ, თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც. სამივე მათგანი გადაყვანილი არიან თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

 

ინფორმაციას ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ადასტურებს, რომელიც თვითიზოლაციაშია.

 

მისი თქმით, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X