13:02 | 2021-06-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლევან რატიანი „რუსთავი 2“-ზე გადაცემას წაიყვანს

ლევან რატიანი „რუსთავი 2“-ზე გადაცემას წაიყვანს

დღეს “რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება.

 

“რუსთავი 2-ს“ უბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ყოველ კვირას იხილავთ PS-ს, რომელსაც გურამ როგავა წაიყვანს. ახალ გუნდში იქნებიან, ყველასთვის ნაცნობი, დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან.

 

ამასთან, არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი “ექიმები” იქნება. ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემების შესახებ ისაუბრებენ.

 

ამ ორი ნიშნისთვის იღბლიანი დღეა - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
2021-06-01ამ ორი ნიშნისთვის იღბლიანი დღეა - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

 

ასევე სულ მალე საერთაშორისო მეგა პროექტი და ყველა დროის ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ – “ნიჭიერი” ბრუნდება.

 

სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების რომლებსაც თქვენთვის ბევრი აქვთ სათქმელი.

 

“90-60-90-ზე“ – “ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში 4 წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.

 

“რუსთავი 2-ის“ ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. არხი საკუთარ ამბავს საუკუნის მეოთხედზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X