13:55 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილზე – ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს

ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილზე – ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს

„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდო“, ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილს Twitter-ზე გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.

 

მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა - ალეკო ელისაშვილი
2021-10-15მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა - ალეკო ელისაშვილი

 

„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.

 

ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რომ უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“ – წერს ლევან ქარუმიძე.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების მიერ წერილი გამოქვეყნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.

 

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე,” – ნათქვამია წერილში.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X