15:02 | 2021-09-06 ავტორი: თამარ გონგაძე

ლევან კობიაშვილი “მასტერშეფსაც” ტოვებს და საქართველოდანაც მიდის – ნახეთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი

ლევან კობიაშვილი “მასტერშეფსაც”  ტოვებს და საქართველოდანაც მიდის – ნახეთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი

კულინარიული შოუ “მასტერშეფი” მეექვსე სეზონის გრანდიოზული პრემიერისთვის ემზადება. წარმატებული ტელე-პროდუქტი “პირველი არხის” ეთერს 19 სექტემბრიდან დაიკავებს.

 

“მასტერშეფში” სიახლეა. მაყურებლის საყვარელი შეფების სამეულში ცვლილებაა. ლევან კობიაშვილის ნაცვლად შოუში თეკუნა გაჩეჩილაძეს იხილავთ.

 

თუ რა მიზეზით გამოეთიშა “მასტერშეფს” “მარილიანი” შეფი ლევანი, მისივე კომენტარისგან შეიტყობთ.

 

თეკუნა გაჩეჩილაძე – სამეულის ახალი შეფი

 

ლევან კობიაშვილი: – მივდივარ მილანში, ქართული რესტორნის გასახსნელად. დაახლოებით ერთი თვე არ ვიქნები. და უჩემოდ მოგიწევთ “მასტერშეფის” ყურება.

 

რომ ჩამოვალ, ისევ შევუერდები გუნდს და ისევ ისე საინტერესო იქნება ყველაფერი. თუმცა ახალ სეზონზე, ახალი საახებით, ისედაც საინტერესო გამოვა შოუ. ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბება.

 

დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, კარგ 12-ეულს შეარჩევენ. რომ ჩამოვალ, ბევრი სიურპრიზი დამხვდება.

 

 

ვიდეო: პირველი არხი

 

ჩემი რჩევა კონკურსანტებს: იყვნენ მობილიზებული, შიში არ ჰქონდეთ, კარგად მოუსმინონ ჟიურის. უფრო შემართებით შეუდგნენ საქმეს.

 

იცოდეთ, მარილი არაფერს მოაკლოთ! (იცინის) დო ზი რე ბუ ლად! არც მეტი, არც ნაკლები.

 

მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ალბათ, ლაივებშიც ჩავერთვები ხოლმე. ასე რომ, მეც თქვენთან ერთად ვარ მთელი სეზონის განმავლობაში.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X