18:42 | 2020-03-26 ავტორი: თამარ გონგაძე

ლევან ხურცია რუსულ სერიალში მონაწილეობს – რა აზრის არის ამაზე მარიამ კუბლაშვილი

ლევან ხურცია რუსულ სერიალში მონაწილეობს – რა აზრის არის ამაზე მარიამ კუბლაშვილი

ტელეკომპანია TNT-ზე გასულ ტელესერიალში «КОЛЛ-ЦЕНТР» ქართველი მსახიობი, ლევან ხურცია მონაწილეობს. მსახიობი ტერორისტებთან მებრძოლი დავითის როლშია. მსახიობის ცოლი, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ქმრის წარმატებული როლით და გამოხმაურებით კმაყოფილია.

 

 

“სერიალის მიმართ გამოხმაურება ძალიან მასშტაბურია. არ წყდება კომენტარები ქართველი მსახიობის – ლევან ხურციას მხარდასაჭერად. მისი გმირი – დავითია, რომელიც სხვა პერსონაჟებთან ერთად ტერორისტების მიერ გამოკეტილია შენობაში, უფრო ადრე კი მათ მიერ გატაცებული შვილის და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელ გამოწვევებში ერთვება. სცენარი დაგაფიქრებთ ტერორიზმის სისასტიკესა და განურჩევლობაზე სქესის, რელიგიის თუ ასაკის მიმართ, დაიწყებთ ყურებას და ვერ მოწყდებით ეკრანს, ეს ნამდვილი დაუნდობელი თავგადასავალია…” – წერს მარიამი სოცილურ ქსელში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X