15:24 | 2020-05-12 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ლევან გორგაძე სუმოისტის კარიერას ასრულებს

ლევან გორგაძე სუმოისტის კარიერას ასრულებს

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პროფესიონალურ სპორტულ კარიერას ასრულებს.

 

ამის შესახებ ტოჩინოშინმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ვეცდები კიდევ ერთი წელი ვიჭიდავო. ყოველ ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძვი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. უკვე 30 წელს გადავცდი. 33 წლის ვარ და ვფიქრობდი, რომ წელს დამენებებინა სუმოსთვის თავი.

 

სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს და ელიტაში ვიქნები, იქამდე ვიჭიდავებ, თუმცა ვფიქრობ, რომ დაახლოებით ერთ წელში აქტიური სპორტიდან წავალ“, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

 

ლევან გორგაძე პოფესიონალურ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. 2018 წელს ქართველმა სუმოისტმა ორი ბაშოს მოგება მოახერხა და სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებას, ოძეკის სტატუსს დაეუფლა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები