fbpx
16:08 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ არ გაიხსნა ბაზრობები

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ არ გაიხსნა ბაზრობები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეზღუდვების დროებითი მოხსნა მხოლოდ სავაჭრო მოლებს იმიტომ შეეხოთ, რომ ბაზრობებზე პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვა გაჭირდებოდა.

 

ნახეთ ვიდეო ↓ გაიხსნება თუ არა „ლილო მოლი“ – რას ამბობს ნათია თურნავა

 

 

“ჩვენთვის ძალიან მძიმეა გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება.

 

ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს.

 

იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის დაცვა, სანიტარული ნორმების დაცვა და რიგების კონტროლი და ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს, აქ აღსრულების მეტი სივრცე არსებობს.

 

გვესმის, რომ ამ ადამიანების ვაზიანებთ, მაგრამ გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ
2020-12-24„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ

ავტორი: Prime Time


X