fbpx
16:00 | 2020-11-22 ავტორი: Prime Time

„ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ვინ დაუდგებოდა მას მორალურად გვერდში?” – ბაია პატარია

„ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ვინ დაუდგებოდა მას მორალურად გვერდში?” – ბაია პატარია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიზე” თავდასხმას ეხმაურება.

 

„ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში სათამაშო ყუმბარით და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, სამსახურში არ აჰყავთ, ქუჩაში სცემენ და აგინებენ, და ასეთია უამრავი ლგბტ ადამიანის ბედი და მოეთხოვა სახელმწიფოსაგან ჰომოფობიასთან ბრძოლა, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?

 

თქვენ თავს ჰკითხეთ, მე არ გთხოვთ საჯარო პასუხებს”, – წერს ბაია პატარია.

 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” თავს დაესხა მოქალაქე ლევან ზურაბაშვილი და მძევლები აიყვანა.

 

ზურაბაშვილმა მოთხოვნებიც წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, წამლების ფასისა და საბანკო პროცენტების შემცირება.

 

თავდამსხმელმა საზოგადოების გარკვეული ნაწილიგან სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახურა.

 

ზურაბაშვილი ამჟამად დაკავებულია და ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

 

„ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ, თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?
2020-11-22„ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ, თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?" - ვახუშტი მენაბდე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X