fbpx
01:17 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

ლექს-სენი ისევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია – ვიდეო

ლექს-სენი ისევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია – ვიდეო

„ტვ პირველის“ ეთერში რეპერმა ლექსო ქავთარაძემ იგივე ლექს-სენმა პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა შორისაა.

 

„მე ზოგადად, მომხრე ვარ პროგრესის, განვითარების დ მთელი ჩემი ცხოვრება, პატარაც აღარ ვარ ასაკით, ვფიქრობ, რომ ყოველ გადამწყვეტ მომენტში სწორ პოზიციაზე ვიდექი. ნიკა მელიას აქვს  გენიალური გამოთქმა – „ისტორიის სწორ მხარეს დგომა“.

 

ჩემთვის მთავარი ეს არის, როცა ვხედავ ადამიანთა ან პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლის ღირებულებითი ხედვაც ჩემს ხედვას ემთხვევა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, როგორ  უნდა განვითარდეს ქვეყანა, ვატყობ მათ განათლებას, ინტელექტს, რესურსს, როგორ შეიძლება არ ვუჭერდე ამ ძალას მხარს?!

 

2020-07-10"სამჯერ მქონდა რუსეთიდან შემოთავაზება... მორალმა არ გამიშვა" - ლექს-სენი თორნიკე შენგელიას ნაბიჯს პასუხობს

 

მე ვინატრებდი იმ საქართველოს, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდეს, როგორც მუსიკოსს. მაგალითად გერმანიაში, სადაც ისეა ქვეყანა აწყობილი, რომ იციან, მათ არაფერს მოატყუებენ, არაფერს დაანგრევენ…“ – ამბობს ლექს-სენი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X