14:11 | 2021-05-20 ავტორი: Prime Time

ლენო მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა… გილოცავ თუ სადმე ხარ… – გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

ლენო მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა… გილოცავ თუ სადმე ხარ… – გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

მუსიკოს გიორგი გვარჯალაძეს ვაჟიშვილი შეეძინა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ლენო, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ 2 ადამიანი იყო – ლულუ და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა.

 

 

 

მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ… აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე.

 

ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მა“, – დაწერა მუსიკოსმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, - თეა წულუკიანი
2021-05-20მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, - თეა წულუკიანი
    
შეიძლება თუ არა სისხლის გამათხელებლის დალევა აცრამდე და აცრის შემდეგ 
2021-05-20შეიძლება თუ არა სისხლის გამათხელებლის დალევა აცრამდე და აცრის შემდეგ 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X