17:52 | 2020-05-07 ავტორი: თამარ გონგაძე

ლელა სამზარეულოს ჩაიდნით აქრობდა ცეცხლს – როგორ მიულოცა ნატო დუმბაძემ მამულიჩას იუბილე

ლელა სამზარეულოს ჩაიდნით აქრობდა ცეცხლს – როგორ მიულოცა ნატო დუმბაძემ მამულიჩას იუბილე

მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი 49 წლის გახდა.

 

მისი კოლეგა და მეგობარი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე „პრაიმტაიმთან“ ისხენებს ძველ დროს, როდესაც მასთან სახლში იკრიბებოდნენ ერთობოდნენ, გეგმავდნენ კონცერტებს…

 

იყო თუ არა, მათ შორის ფარული კონკურენცია, ნახეთ, ნატოს ინტერვიუ.

 

ნატო დუმბაძე: – ჩვენ ვმეგობრობდით, ჩემთან ვიკრიბებოდით, ხან ნარდს ვთამაშობდით, ანეკდოტებს ვყვებოდით.

 

„დვიჟოკების“ პერიოდი იყო, მახსოვს, ხანძარი გაჩნდა ჩემთან. შუქი რომ ჩაქრა, სანთელი ჩაუვარდა ჩემ შვილს „დვიჟოკთან“ და ცეცხლი გაჩნდა.

 

ლელა სამზარეულოს ჩაიდნით გამოვიდა და დაბნეულობისგან ჩაიდნით აქრობდა (იცინის). მაგარი შიში ვჭამეთ, მერე კი ვიცინეთ ბევრი.

 

მამულიჩას ადრე ჩემი შემწვარი კარტოფილი უყვარდა. დამირეკავდა, აუ, შემიწვი რა კარტოფილიო. მოდიოდა, ვიკრიბებოდით. ახლა აღარ ახსოვს ჩემი კარტოფილი.

 

– ნატო, გულწრფელად, ფარული კონკურენცია არ გქონიათ?

 

– არა, არანაირი კონკურენცია არ გვქონია. სპორტის სასახლეში ერთმანეთს კონცერტებს არ ვუმთხვევდით. წინასწარ გვქონდა გაწერილი როდის იქნებოდა ჩემი მომღერლების და როდის იგეგმებოდა ლელასი. ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით.

 

მამულიჩა სულ მეუბნებოდა, გოგო, რაში დაგეხმაროო. გვერდზე დგომის მეტი არაფერი მახსოვს.

 

კარგი დრო იყო – უშუქობით და „დვიჟოკით“ იყო თუ შემწვარი კარტოფილით, დროს მხიარულად ვატარებდით. იყო ნამდვილი ურთიერთობები.

 

ჩვენთან ერთად იყო დათო დოიაშვილი, რომელიც იდეების კატალიზატორია. ათას რამეს ვიგონებდით და ვგეგმავდით… ძალიან მენატრება ის დრო.

 

ეს მესიჯებით თუ კომენტარებით მიკითხვა-მოკითხვა, ჩემი არ არის. მე თუ ადამიანის ხმა არ გავიგონე, თვალებში არ ვუყურე, ვერ ვურთიერთობ.

 

პრინციპში, არც ახლა ვიკლებ, რომ არ მოგატყუოთ. სტუმარს ბახილების ჩაცმას არ ვთხოვ.

 

მე წერილობით მშრალად მოკითხვას ცხოვრებას არ ვეძახი. იგივე, მამულიჩა თავისი ტემბრით და სიცილით მირჩევნია, სახლში ვნახო და ისე მოვილხინოთ, ვიდრე მიწერით მოვიკითხო.

 

ეს დისტანცირება ყველაზე ცუდია. კარგი იყო – შეკრულები და მაგრები ვიყავით.

 

ჟურნალისტები სახლში რომ მოდიოდით, ეგეც მენატრება… მომავალი თაობა ასეთ ურთიერთობებს მოკლებული იქნება და ეს ცუდია.

 

ვულოცავ მამულიჩას, კარგად იყოს! ვიცი, რომ ძალიან განიცდის ამ სიტუაციას, ისევე როგორც ყველა. ღმერთმა ქნას, მალე დაბრუნებულიყოს მხიარულება და შეხვედრები, კონცერტები და წარმატებები.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X