23:55 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

ლელა კაკულია საპატრიარქოს უპირისპირდება?! – „ყველა დამარცხდება, გაიმარჯვებს ჭყონდიდელი… კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით“

ლელა კაკულია საპატრიარქოს უპირისპირდება?! – „ყველა დამარცხდება, გაიმარჯვებს ჭყონდიდელი… კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით“

ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს სოციალურ ქსელში სკანდალურ პოზიციას აჟღერებს – ის ჭყონდიდელის მხარდაჭერას აპირებს და ამას თავისივე წინასწარმეტყველებით ხსნის…

 

“გაიხსენეთ, რა ვიწინასწარმეტყველე 1996 წლის 29 ნოემბერს. მაშინ ვთქვი, რომ საპატრიარქოში განხეთქილება მოხდებოდა და ორ ბანაკად გაიყოფოდნენ, რომ ჭყონდიდელი დაუპირისპირდებოდა და დაიწყებოდა დიდი ომები. ახლა კი ვამატებ და ვიტყვი, რომ დადგა დრო და ახლა მე უნდა დავიცვა ჭყონდიდელი. ეს, ასე ვთქვათ, ჩემს პროგრამაში შედის.

 

ვხედავ, ყველა და ყველაფერი აღსდგება ჭყონდიდელის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვათ – ყველა დამარცხდება. გაიმარჯვებს ჭყონდიდელი, იმიტომ, რომ კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით.” – წერს კაკულია.

 

ჩნდება კითხვა – ვის გულისხმობს კაკულია ჭყონდიდელში?! – არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი ეკლესიაში განხეთქილების გამომწვევი ყოფილი მეუფე უნდა იყოს…

 

სავარაუდოდ, “ჭყონდიდელში” წინასწარმეტყველად წოდებული ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმოქმედება შეჩერებულ და გადაყენებულ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე წერს, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რომელიც პატრიარქთან ერთად სინოდის წევრებსაც დაუპირისპირდა.

 

 

ამ დრომდე, განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ლელა კაკულიას – ის პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და ილია II-ზე აღფრთოვანებით საუბრობდა და ასეთივე პოზიტიურ „წინასწარმეტყველებებსაც“ აქვეყნებდა…

 

აი, მაგალითად: „წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ნი პატ­რი­არ­ქთან და­კავ­ში­რე­ბით”, 1993 წელი, 6 აგ­ვის­ტო, დი­ლის 9 სა­­თი, კო­ჯო­რი.

 

„მო­დის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­დი­დე­ბი­სა და სიწ­მი­დის პე­რი­ო­დი… ჩვე­ნი უწ­მი­დე­სი აღ­ზრდის “გი­ორ­გის” (სა­ხე­ლი პი­რო­ბი­თია) პატ­რი­არ­ქად სა­ქარ­თვე­ლო­სი. ამას ღმერ­თი აგო­ნებს. მაგ­რამ მას ჯერ კი­დევ დიდი ხნის სი­ცო­ცხლე აწე­რია. ძალ­ზედ ხნო­ვა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა და ავა მისი სული ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. თა­ვი­სი აღ­ზრდი­ლით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა და მოს­ვე­ნე­ბუ­ლი. ამით იგი ააც­დენს ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას ურ­ცხვ ვაჭ­რო­ბა­სა და ავან­ტი­უ­რებს. დი­დე­ბა უფალს! ამინ! ამინ! ამინ!!!“ – წერდა კაკულია…

 

 

 

რაც შეეხება საპატრიარქოსთან მეუფე პეტრეს დაპირისპირებას, შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 სექტემბერს სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება შეუჩერა და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნა, ხოლო ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის განჩინებას არ დაემორჩილა… მან ამავე სხდომაზე პატრიარქის მისამართით მძიმე ბრალდებები გააჟღერა…

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X