13:22 | 2020-08-27 ავტორი: Prime Time

ლეჩხუმში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა

ლეჩხუმში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა

ლეჩხუმში დიდი ღვთისმეტყველის, მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა.

 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტუმარ მღვდელმთავრებთან-ტყიბულის და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგისთან, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან, ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან და ჭყონდიდელ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა, საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა მურში, დიდი წმინდანის საფლავზე ლიტანიობით გადაინაცვლა.

საპატიო დერეფანში საქართველოს დროშებით იდგნენ ანსამბლ „ლეჩხუმის“ მოცეკვავეები.

 

მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს,პარაკლისი აღევლინა. სტუმრად ჩამობრძანებულ მომლოცველებთან,ადგილობრივ მრევლთან ერთად წმინდანის საფლავზე მოილოცეს რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერის მოადგილემ გიორგი მახათაძემ.

 

 

R

 

ავტორი: Prime Time

X