22:55 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

„ლაშას ორი ნიღბიანი ნაბიჭვარი ზონდერი დაესხა თავს!“ – ზვიად კუპრავა „კაა“-ზე თავდასხმის შესახებ

„ლაშას ორი ნიღბიანი ნაბიჭვარი ზონდერი დაესხა თავს!“ – ზვიად კუპრავა „კაა“-ზე თავდასხმის შესახებ

„შტაბიდან გამოსულ ლაშას ორი ნიღბიანი ნაბიჭვარი ზონდერი დაესხა თავს! თქვენს დედას მოვ***ნავ!“ – საზოგადოებისთვის „კაა“-ს მეტსახელად ცნობილ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის შესახებ ზვიად კუპრავა ემოციურ პოსტს და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

თუმცა, მოგვიანებით, კუპრავას მეუღლემ. ხატია თორდიამ „პრაიმტაიმთან“ შემთხვევის ადგილი დააზუსტა და განაცხადა, რომ ცუცქირიძეს რამდენიმე პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დახვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„სამი პირი დახვდა სახლთან. როგორც მანქანიდან გადმოვიდა სამივემ ერთნაირად დაუწყო ცემა. ცუდ მდგომარეობაშია. საავადმყოფოში გადაყვანაც შეიძლება დასჭირდეს, სახე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვს. როგორც მეზობლები აცხადებენ, რამდენიმე დღეა ეს მანქანა სახლთან ტრიალებს,“ – განუცხადა ხატია თორდია „პრიამტაიმს“.

 

შსს მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები